სოსო ჩიქობავა “გურია ნიუსის” რესპოდენტი გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან და ამხელდა კონტროლის პალატაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი.
სწორედ მისი აქტიური თანამშრომლობით და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მოგვეცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მოგვემზადებინა ძალიან საინტერესო სტატიები, სადაც კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე იყო საუბარი.
“გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ მასალებს სოსო ჩიქობავას კომენტარებით.
“გურია ნიუსის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. ამავდროულად, უღმეს მადლიერებას გამოვხატავთ სოსო ჩიქობავას მიერ გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების გამო და იმედს ვიტოვებთ, ამ საზარელი მკვლელობის ჩამდენთა ვინაობა უახლოეს პერიოდში იქნება დადგენილი.