ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება, მაგრამ სურს, პირველი ინიციატივა გურიიდან წამოვიდეს:
_ დავიწყეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას. მე, მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია და ვისაც უნდა საქართველოში ის მომავალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილი შეპირდა ქართულ საზოგადოებას. ამის ხელისშემშლელი მიხეილ სააკაშვილი უნდა გავუშვათ თანამდებობიდან. გურულები, როგორც მოგეხსენებათ, პირველები ვართ ინიციატივის აღებაში. ოზურგეთი უკვე გამოვიდა ამ ინიციატივით და პირველი ხელმოწერა უკვე გაკეთდა, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.