სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის დროს წულუკიანმა შემთხვევით აღმოაჩინა რომ კუბლაშვილი მთავრობის გვერდის ავლით მიმოწერას აწარმოებს ვენეციის კომისიასთან.
“გაირკვა, რომ კუბლაშვილს ვენეციის კომისიისთვის, იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის გვერდის ავლით გაუგზავნია ჩვენი სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის სამუშაო ვარიანტი _ ერთი, შეგვიმოწმეთ, რა ცვლილებებს გვთავაზობენ სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს მხრივო.
მე მოვუწოდე ვენეციის კომისიას, არ განიხილონ კუბლაშვილის მიერ გაგზავნილი ვარიანტი. სხვათა შორის, მათთვისაც წარმოუდგენელი იყო, რომ სასამართლო ქვეყანაში თამაშობს პოლიტიკური ოპოზიციონერის როლს. მინდა კუბლაშვილს ავუხსნა, რომ, მართალია, ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, მაგრამ საზღვარგარეთ წარმოვადგენთ ერთ ქვეყანას. ამიტომ გვევალება უფრო მეტი კოორდინირება”, _ განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ხვალ მთავრობის სხდომაზე წარადგენს, 2 დღის განმავლობაში კი საბოლოო ვარიანტს ვენეციის კომისიაში გადაგზავნის.