67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.კვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან.
გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.