https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შეიძლება, იმ მომენტში, ვიღაცამ გამოიყენა ჩემი ქმრის და მისი შელაპარაკება და ესროლა“

11:11; 29.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილებისა და ძველი თბილისის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავებული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1955 წ. დ. ნიკოლოზ მარსელის ძე ხუბაშვილი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.”.

თუმცა, “გურია ნიუსთან” ინტერვიუში მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ხუბაშვილის მეუღლე, მანანა ხელაშვილი ამბობს, რომ ხუბაშვილი პოლიციაში თავად გამოცხადდა. ეს დაადასტურა ბრალდების მხარემაც 28 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

ბრალმდებლის განმარტებით, ხუბაშვილს ბრალის აღიარების დროს თან ჰქონდა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა.

“გურია ნიუსმა” მკვლელობაში ბრალდებულის ნიკოლოზ ხუბაშვილის მეუღლესთან მანანა ხელაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. ინტერვიუს ჩაწერამდე, ხელაშვილმა პირობა ჩამოგვართვა, რომ ჩანაწერს სრულად და სტილის დაცვით გამოვაქვეყნებდით. “გურია ნიუსი” პირობას ასრულებს და ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

_ ქალბატონო მანანა, თქვენ მედია საშუალებებით განაცხადეთ, რომ თქვენსა და სოსო ჩიქობავას შორის იყო საყოფაცხოვრებო დავა…

_ არ გააშუქეს ის, რაც ვთქვი. ბოლომდე არ გააშუქეს, თორემ, მონაკვეთი კი.

_როდის დაიწყო თქვენს შორის კონფლიქტი და რის გამო?

_ ჩვენს შორის კონფლიქტი 2008 წლიდან დაიწყო. ეხებოდა ბინას. 9 ძმის ქუჩაზე მაქვს ორი ბინა. ორი კი არა, სამი ბინა მაქვს. ერთ-ერთი 2-სართულიანი ბინა იყო, სადაც ისინი ქირით ცხოვრობდნენ. 2002 წელს შემოვუშვი ისინი ბინაში. მანამდე, 2002 წელს, ჩემთან უბანში 4000-ად დაკარგეს ბინა, სადაც ცხოვრობდა სოსო ჩიქობავა, ნინო შონია, ნაზი შონიაც და მთელი მისი ოჯახი. _ ნაზი შონია ვინ არის?

_ ნინო შონიას (გარდაცვლილი ჩიქობავას მეუღლე. რედ.) დედა, რომელიც ახლა თითქოს უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, იმ ეკლესიაში იმალება, სადაც ახლა მოხდა მკვლელობა.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი რომელიც იმალება ეკლესიაში… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ რას ნიშნავს, ვფიქრობ?! ეგრეა, ჩემო კარგო. ვერ ვამტკიცებ! ეგრეა, დაზუსტებულად გეუბნებით. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღმერთის მწამს, 2 შვილი მყავს, იმათ თავს გეფიცებით. ეს არის ნამდვილი ფაქტები, რომ ნინო შონია არის თაღლითი. დედას და შვილს მთელი უბანი ჰყავთ გადაგდებული. მათ მე გავეჭედე ყელში.

_ ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ნინო შონიას დედა, რომლის შესახებაც, როგორც თქვენ ამბობთ, არავინ არაფერი იცის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარშია?

_ ტაძარში იმალება სხვა სახელით და გვარით.

_ თქვენ ნახეთ იგი ტაძარში?

_ მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ, ხალხმა ნახა. იმიტომ, რომ მკვლელობა როცა მოხდა, ეტყობა რომ მანდ თვითმხილველები ხომ იყვნენ, უცბად, ჯერ არც იცოდნენ ვინ მოკლა, მილიცია უკვე სახლში დამადგა. მეც არ ვიცოდი მკვლელობა რომ მოხდა და მილიცია უკვე სახლში იყო. ჯერ მკვდარი მანდ ეგდო. ბალისტიკა არ ჰქონდათ გაკეთებული. საიდან გაიგეს, საიდან გაიგო მილიციამ?!

2002 წელს მე დავკარგე ნივთები. მაღაზია მქონდა და მანქანიდან ამომაცალეს ჩანთა. შემექმნა პრობლემა, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ჩემთან ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, 2 000-ის მაგივრად, მომთხოვა 8 000. მედავებოდა 8 000-სს და ბინას, რომელიც იპოთეკით უნდოდა დაეტვირთა. შევარდნაძის დროს მე და ჩემი მეუღლე სამი დღე უკანონოდ ვიყავით დაპატიმრებული. ამ დროს, ჩემთან ქირით ესენი ცხოვრობდნენ – ნინო შონია და სოსო ჩიქობავა, 9 ძმის ქ #85-ში.

მე რომ დაპატიმრებული ვიყავი, ამათმა გეგმა შეადგინეს. 3 დღის უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამომიშვეს თუ არა, საღამოს გადმოდის ნინო შონია და მეუბნება: დახმარება მინდა შემოგთავაზოო. გავაფორმოთ ხელშეკრულება, თითქოს, 1997 წლიდან მე ვცხოვრობ ამ ბინაში და ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გაძლევ თანხას. რადგან ის ქალი 8 ათასს გედავება, გავზარდოთ თანხა 2-ჯერ მეტად 15 ათასზე. სარწმუნო რომ იყოს თანხაო. იმ შემთხვევაში, თუ ის ქალი თქვენ ვალს დაგიმტკიცებთ და ბინა აუქციონზე იქნება გასატანი, ჩვენმა თანხამ სძლიოს, რომ ჩვენ წამოვიღოთ ბინა, თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც ქუჩაში არ დავრჩებითო.

ნინო შონიამ ჩამომიწერა სხვადასხვა თარიღით სამი ხელწერილია, მაგრამ შედგენილია ერთ დღეს; ვითომ, 1997 წელს, 2000 წელს და 2002 წელს ის ეტაპობრივად მაძლევდა ფულს. მან დაწერა და მე გადმომაწერინა. რაზე ვამახვილებ ყურადღებას – ეს ქალი იყო თაღლითი. ხომ შეიძლებოდა, რომ მისი ხელით ყოფილიყო დაწერილი?! არა! მე გადმომაწერინა.

ქალი, რომელიც 3 დღე ვიყავი პატიმარი, ვშიმშილობდი, ჭკუაზე არ ვიყავი რა გამაკეთებინა, ამით ისარგებლა, დამაწერინა. ისიც არ იკმარეს – იმ ღამეს წამიყვანა სოსო ჩიქობავას თანამშრომლის დასთან, ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან. ღამის 12 საათზე, დამაწერინეს აქტი. თვითონ შეიმუშავეს ის ნოტარიული… და მომაწერინეს ხელი. რასაკვირველია ის ქაღალდები დავწერე, ვიცოდი, რომ მეხმარებოდა და რაზეა ლაპარაკი, არც კი წამიკითხავს.

3 დღე პატიმარი, კაცი ვერ ძლებს, მე ქალი ვიყავი, რა ჭკუაზე ვიქნებოდი?! 2 მოწმე მომიყვანა მისი სიდედრის, ნაზი შონიას დაქალები, მასწავლებლები მზია ტეტუნაშვილი და დარიკო ხარაული, რომლებიც ფაქტს დაესწრნენ, რომ მე ხელს ვაწერდი. არც ფულის გადმოცემა და არც გადაცემა არავის უნახავს. რაც არ ყოფილა, რა უნდა ენახათ? ღამის 12 საათზე შეიძლება ბინა იყიდო და გაყიდო?!

2004 წელს შეწყდა ჩემს წინააღმდეგ იმ ქალის მიერ დავა, სარჩელი გაიტანა, ვერაფერი ვერ დამიმტკიცა. ეს ბინა დარჩა ამათ. მადლიერების ნიშნად მე ფულსაც არ ვახდევინებდი. იცხოვრეს 2008 წლამდე.

შვილმა მოიყვანა ცოლი. სახლში ვართ ვიწროდ, სადაც ვცხოვრობთ დედაჩემის ბინა იყო და ვცხოვრობ მე, ორი პატარა ოთახია. მოვთხოვე, ბინა დამიცალეთ, შვილმა ცოლი უნდა მოიყვანოს-მეთქი. სოსო ჩიქობავამ და ნინო შონიამ ამიფრიალეს ეს ქაღალდი, რომ ბინა ჩვენ ნაყიდი გვაქვსო, სადაც გინდა იქ წადიო. მილიცია ჩვენია, პოლიცია ჩვენია, ჩემი ძმა ორგანოში მუშაობსო; მე, იცი, ვისი ძმა ვარო?! მის ძმას არ მახსოვს რა ჰქვია, მაგრამ ისიც ხომ ჩიქობავაა. აბა, წადიო, შენ როგორ უნდა გამომიყვანო ამ საქმიდანო. იმის შემდეგ, ერთი წელიწადი – 2009 წელს უკანონოდ კიდევ იცხოვრა. ვინ არ მოგვიგზავნა, დაჭერით გვაშინებდნენ. მე მაშინებდნენ დაჭერით, მიჩივლა კიდეც მილიციაში და ეჭვმიტანილად ვარ დაკითხული. საქმე ტომებია, ადამიანო. ეჭვმიტანილად დამკითხეს, ვერ დამიმტკიცა ვერაფერი. პირიქით, მილიციამ დაამტკიცა, რომ 1997 წელი, როცა, ვითომდა პირველი ფული გადმომცა, დრო არ არსებობს, იმიტომ, რომ ამონაწერი ”სოჩიკიდან”, მეზობლების ჩვენებიდან, რომ ეს ადამიანი 2000 წელს გადმოვიდა იმ მისამართიდან ამ მისამართზე, რაზეა ლაპარაკი. 97 წელს ამ ხალხს არ უცხოვრია ჩემს ბინაში. ეს არც სასამართლომ გაიზიარა და არც არაფერი. ეს ნოტარიული ქაღალდი კედელივით არის. ბინა ვერ წამართვა.

4 წელია ვდაობ. ერთი სასამართლო ხომ იმას ვქენით, მერე თავიდან დავიწყეთ დავა. პირველმა ინსტანციამ უთხრა, არა, უნდა გამოვასახლოთო და ბინაზე უკვე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ახლა იმ 15 000, რომელიც არ ამიღია. იმის გამო, რომ ამ ადამიანს ბანკებში რაღაც ვალები ჰქონია, გაუნახევრეს, ბოლომდე ბაჟიც კი არ გადაუხდია. მე კიდევ ყველა ბაჟი… ადამიანი, რომელიც მე თაღლითად მაცხადებს, ბაჟებს ვიხდი და თვითონ კიდევ… 1000 ლარი და დათვალეთ რამდენი ბაჟი მაქვს… თუ 15 000 ვალი მქონდა, გადავუხდიდი, ამდენს რატომ ვიდავებდი?! სასამართლოზეც არ მოდის…

ჩიქობავა ერთადერთხელ შემხვდა და ვუთხარი: კაცი არ ხარ, მითხარი, რაც მოგიცია, რატომ არ მაძლევ?! მითხრას და მივცემ. ადვოკატი ლაპარაკობს მის მაგივრად. სოსო ჩიქობავა შეიწირა მისმა მეუღლემ. მაგას თაღლითობის აკადემია აქვს დამთავრებული. უკვე აღარ შემიძლია, ნახეთ რა ფაქტი მოხდა.

_ თქვენი მეუღლე პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს, რომ იარაღი ჰქონდა ვერცხლის ქუჩაზე… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ.).

_ რას საუბრობს?! კი. გაფორმებული ჰქონია, მე ისიც არ ვიცოდი. ვერცხლის ქუჩაზე გვაქვს სახლი, იქ ჰქონია დადებული. ბავშვები გვყავს და რაღაცა…

_ თქვენს მეუღლეს იარაღი ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდა?

_ ოფიციალურად გაფორმებული ტაბელური იარაღი. აგერ, დღეს, ჰილზები… ანუ მოჰქონდა იმაზე… ეკლესიაში… 9 ძმის ქუჩა თუ იცით სად მდებარეობს, ფეხით მარჯანიშვილით მისულა, შემოსულა მანდ ეკლესიაში სანთლის დასანთებად და უნახია მანდ სოსო ჩიქობავა.

_ თქვენ საიდან იცით ეს ვერსია?

_ სოსო ჩიქობავა, რაც მე ახლა… მე არ მინახია, მაგრამ, უკვე ვარაუდით მოუნახია, დაუძახია. სასამართლო გვაქვს 11 დეკემბერს, გადაიდო. აპელაციაში გავასაჩივრე. მოიგო პირველი ინსტანცია, დამაკისრეს 15 000 გადახდა.

_ ვინ მოიგო სასამართლო დავა?

_ სოსო ჩიქობავამ. ბინაზე ვერაფერი ვერ წაიღო, მაგრამ 15 000-ს მედავება თავისი დივიდენდებით. სასამართლომ ნახევარი დაუკმაყოფილა, ნახევარი – არა. სასამართლო 15 000-სს მაკისრებს, რომელიც არ ამიღია; ვეუბნები მოსამართლეებს, კედელივით ამ ფურცელს უყურებენ და მეტი არაფერი. მტკიცებულებები დავუდეთ. ამდენი ტომი მტკიცებულებები არ არის?! თუ მარტო ერთი ფარატინა ქაღალდი, მაგას რომ უჭირავს ეს არის მაგის დასაკმაყოფილებელი?! მე, ამდენი ქაღალდი, ამდენი მოწმე ამტკიცებს, რომ არანაირად არავის არ გაუგია, რომ მე ბინა გამიყიდია ან ეს ცხოვრობდა, ეს არ არის სარწმუნო?! მთელი უბანი გადაგდებული ჰყავს. ყველას ჰპირდებოდა, რომ… თავისი ქმრით აშინებდა. ამ ოჯახზე ძველი თბილისის მილიციაში დევს 15 კაცის საჩივარი, რომ თაღლითები არიან, რომ ბანკებიდან ხალხს ფულები გამოატანინეს. სწორედ ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც ნოტარიუსზე ხელს აწერს, მისი წყალობით ბინა დაკარგა.

_ თქვენ ამბობთ “იმ ოჯახზე”… კონკრეტულად სოსო ჩიქობავას ოჯახს გულისხმობთ?

_ მეუღლეზე. სოსო ჩიქობავას იყენებდა, როგორც კონტროლის პალატის თანამშრომელს. ეს ყველაფერი ჭრიდა, მე ვიყავი უბრალო ადამიანი, ეს კონტროლის პალატა ყოველთვის ბარიერი იყო ჩემთვის. სასამართლოც მაგას უკმაყოფილებდა.

ჩემს მეუღლეს, როგორც ტელევიზიით გავიგე, თვითმხილველებიც არიან იქ, უნახავს და ულაპარაკია _ 15 000, ცოდო არა ვარო?! წადი შენი, იმას უთქვია. კიდევ დაუწყია… თურმე, დიდი წარმოდგენა ჰქონია, ახლა გავიგე, თანამდებობაზე; კომპრომატებს აგროვებდა იმ მთავრობაზე, რომ ახლა ამ მთავრობას მოერგოს. შევარდნაძის დროიდან ხომ ერგება ყველა მთავრობას, ახლა ამ მთავრობაზე უნდოდა გადასვლა. უთქვია აგდებულად, ესეც კაცია, ამდენი წელი გვამწარებს და მოხდა, რაც მოხდა. იმას კი არ ვამართლებ, რაც გააკეთა, მაგრამ… მე როგორ დღეში ვარ ახლა… უბრალოდ, ეს რაღა ამის ხელიდან უნდა ყოფილიყო, ნინო შონიას იმდენი ხალხი ჰყავს გამწარებული?! ეს ყველაფერი შეიწირა ნინო შონიამ. ეს კაცი არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ, იყენებდა ამ ადამიანს. თავის ქმარს იყენებდა თავისი ბინძური საქმეებით დედასთან ერთად, მაგრამ დედა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.

_ ერთ-ერთი მოწმე აღწერს, რომ ადამიანი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, არის მსუქანი ადამიანი (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ.)…

_ შეეშალა, ეტყობა.

_ თქვენი მეუღლე კი გამხდარი ადამიანია. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენმა მეუღლემ ჩაიდინა მკვლელობა?

_ მეც გამიკვირდა, მაგრამ რუსულენოვანია ის ადამიანი. რა ვიცი, დღეს დაამტკიცებენ ნასროლი “ჰილზებით”. გენაცვალე, მკვლელობა გაფორმებული იარაღით ეგრე არ ხდება. თუ ჩემი მეუღლის მოკლულია, გამოჩნდება. მეც რამდენჯერმე ვუყურე ამ ადამიანის კომენტარს, ვნახავ… ნეტა ჩემი ქმრის მოკლული არ იყოს. შეიძლება იმ მომენტში ვიღაცამ გამოიყენა ჩემი ქმრის და იმის შელაპარაკება და ესროლა. იმ კაცს რომ მოვუსმინე, გამიკვირდა.

_ თქვენი მეუღლე საიდან წავიდა ეკლესიაში?

_ ვერცხლის ქუჩიდან. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკურ სარჩულს ნუ აძლევთ ამას. თუკი ჩემი მეუღლის მოკლულია, ნინო შონიას, გპირდებით, სულ სისხლის ფასად რომ დამიჯდეს, მთელი თბილისი ფეხზე რომ დავაყენო, არ ვაპატიებ! არ ვაპატიებ! მოწმეები პროკურატურაში უნდა მივიყვანო; მე სიტყვებს კი არ ვისვრი. ყველა დაადასტურებ რომ… ყველა გაგიჟებულია, რაღა ვაჟას ხელითო (ნიკოლოზ ხუბაშვილს ვაჟას ეძახიან. ავტ). ამათი მისამართი და ადგილსამყოფელი არავინ არ იცოდა. თქვენ იცით თუ არა ეკლესიას შეფარებული აფერისტები. ოჯახი დამიღუპა. გესმით თქვენ თუ არა. მთელი თბილისი მე არანაკლებად მიცნობს. მე, იცით, უბრალოდ, რა არ მინდა, ვიღაცამ დაუკვეთა… თუ ეს მან ჩაიდინა, რა უთხრა იმ მომენტში სოსო ჩიქობავამ, ყოველთვის აგდებულად, ცინიკურად გვექცეოდა. წადი, რაც გინდა ქენიო. ვერ მიმტკიცებ და წავიღებ ამ ფულსო. სად ჩამეწერა, მე დიქტოფონი არ მქონდა მისი ნალაპარაკევი რომ ჩამეწერა.

ნინო შონია მეუბნება, სადაც გინდა წადი, რას დაგვიმტკიცებ ნახავო. გენაცვალე, ახლანდელ დროში ძალა აღმართს ხნავს. თუ კი ჩემი მეუღლის ისა… საერთოდ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი… უბრალო ადამიანმა რა პოლიტიკა, არ მუშაობს და არაფერი. ამ უბნელი ბიჭია, დაბერდა იმაში, რაზეა ლაპარაკი. პოლიტიკურ სარჩულს არ ვაპატიებ ნინო შონიას. რა კომპრომატები აქვს, ეგ მე არ მაინტერესებს. იყენებდა ამ ადამიანს. თქვენ არ იცით ვინ არის ეს ქალი, დედაც დაკარგა და ქმარიც. დედა გამოცხადებულია უგზოუკვალოდ დაკარგულად.

უკვე ნერვები აღარ მყოფნის, ვეღარ ვლაპარაკობ. გუშინ სხვა რამე ვუთხარი ჟურნალისტებს და სხვა რამე აჩვენეს – პატარა მონაკვეთი. ფარად იფარებდა კონტროლის პალატას, დამიღუპა და გამიუბედურა ოჯახი.

_ თქვენი სადაო სახლი დაყადაღებულია?

_ ამ შემთხვევაში, დაყადაღებულია. სასამართლოში მაქვს წარმოება.

_ თქვენ ადრეც ხომ არ გქონდათ დაყადაღებული სახლი?

_ ჩემი სახლი დაყადაღებული იყო როზა ბიბილურის გამო. ვუფორმებდი მაგათ, დაყადაღებული იყო, აუქციონზე უნდოდათ გაეყიდათ მაგათ. რატომ დავწერე აბა ხელშეკრულება?! დაყადაღებული რომ იყო, ამის გამო დავწერე ეს ნოტარიული ქაღალდი.

_ თქვენი მეუღლე და თქვენ პოლიციამ რომ დაგაკავათ, როზა ბიბილურმა გიჩივლათ?

_ დიახ. დიახ.

_ კონკრეტულად რის გამო გიჩივლათ?

_ ოქროს გამო. 2 000-იანი ნივთი ჩამაბარა და ჩემი ოქრო ღირდა 8000-ო. მედავებოდა 8 000 დოლარს. ჩვენ დაგვაყაჩაღეს. მაშინაც პოლიცია… უბრალო ადამიანს, მე რაღა… იმანაც ხალხი ჩარია, ქალაქის პროკურორი მერე გრიგალაშვილი გახდა. ამ რაიონის პროკურორი იყო, გენაცვალე. იმის ნაცნობობით დაგვაკავეს. ზეწოლა იყო, ბინა გადაუფორმეო. სამი დღე ვიჯექი ციხეში და იმ ქალს ბინა არ გადავუფორმე. ციხეშიც კი მივდიოდი.

_ თქვენ ლომბარდი დაგიყაჩაღეს?

_ არა, მაღაზია მქონდა.

_ სად?

_ აქვე. დაიხურა ის “კომისიონი”. ძალიან გთხოვთ, თუ დამტკიცდა, რომ ჩემი ქმრის მოკლულია, საქმე არ არის არანაირ პოლიტიკასთან. გამწარებული ხალხის პოზიციაა ეგ. მინდოდა, რომ ქმარი ციხეში მყავს?

_ თქვენი მეუღლე სად აიყვანეს?

_ თვითონ ჩაბარდა. წამოვიდა უკან, თვითონ მივიდა ოპერასთან მილიციაში. ქილერი პოლიტიკურად ისვრის და თავისი ფეხით მიდის?! არავინ არ დაუჭერია პოლიციას. მე აქედან ამიყვანეს დაკითხვაზე, ის კი უკვე ჩაბარებული იყო. მე პლეხანოვზე პოლიციაში მიმიყვანეს.

_ თქვენ ვინ აგიყვანათ?

_ პოლიციამ. ეგონათ, რომ გაიქცევა, შეიძლება… მე არც მეუბნებოდნენ. იქ რომ თქვეს ჩაბარდაო, მაშინ გავიგე. არც იმას მეუბნებოდნენ, რა მოხდა. აზრზე არ ვიყავი. ვეკითხებოდი, დამნაშავე ვარ რამეში? ოპერატიულად, სასწრაფოდ წამიყვანეს, ტელეფონი გამათიშინეს და იქ დამსვეს.

_ ადვოკატის გარეშე დაგკითხეს?

_ არა. ადვოკატის გარეშე ჩვენებას არ ვაძლევდი.

_ შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ როგორ გაიგეთ მკვლელობის შესახებ?

_ ახლავე გეტყვით. 5 საათზე ტელევიზიებს თუ რა დროს არ ვიცი, გამოუცხადებია მკვლელობა მოხდაო. არ ვიცი, მე თვითონ ვაანალიზებდი რა მოხდა. 5 საათზე რომ გამოუცხადებიათ, იმ წუთასვე პოლიცია მივიდა სახლში. ჯერ მე არც ვიცოდი. ეგრევე ოპერატიულად შევარდნილან ეზოში. იქ მანქანა ყოფილა გაჩერებული; მეზობელს უთქვია რა ხდებაო. პოლიციას უთქვია ეს მანქანა ლომბარდში იყოო, სად არის ნიკოლოზ ხუბაშვილიო. მეუღლე სად არისო. მეუღლე თავისუფლებაზე მუშაობსო და მოვიდნენ. მკვდარი იქვე ყოფილა, ჯერ კიდევ იქ ყოფილა – ეს მკვლელობიდან 5 წუთში ხდებოდა.

მე რომ წამომიყვანეს, ადვოკატს დავურეკე – ნაირა, რა ხდება ჩემს თავს, დამნაშავესავით მივყავარ, სად მივდივარ არ ვიცი-მეთქი. თითონვე უთხრეს პლეხანოვზე. გარემონტებული პოლიკლინიკის პირდაპირ შენობაში შემიყვანეს. სანამ ადვოკატი მოვიდა, ჩემი მეუღლე უკვე ჩაბარებული იყო.

_ თქვენი აზრით, საიდან იცოდა პოლიციამ მკვლელობიდან 5 წუთში, რომ ნიკოლოზ ხუბაშვილმა ჩაიდინა მკვლელობა?

_ აი, ეგ არის ჩემთვის… ეგ ფაქტი მე თითონ მომივიდა აზრად! რატომ მაინცდამაინც იმ ეკლესიაში… ესენი კურირებენ. აი, იღუმენია რომ არის თუ არ ვიცი ვინ არის, ის დედაო რომ ჰყავთ, აი, იქ არის პატარა სახლები – ვიცი, მაგ უბნელი ვარ, მანდ ეკლესიაში დავდიოდი. მე არ ვიცი როგორია? იქ არიან მონაზვნები, პატარ-პატარა ოთახებია, მონაზვნები ცხოვრობენ, თუ ვინ ცხოვრობენ… მანდ იქნება უეჭველად მაგის დედა შეფარებული. იმალება, რასაკვირველია, სხვა სახელით, იმეებით ხომ დადიან ეგენი და არ ჩანს. უცბად, ასე ოპერატიულად საიდან, როგორ გაიგეს პეტრე იყო თუ პავლე, ჩემს მეუღლეს რომ მიადგნენ?! ჩემო კარგო, ბალისტიკა დღეს გააკეთეს და როგორ ადგენენ, როგორ გაიგეს ის იყო თუ ვინ და მე სამსახურში როგორ მომადგნენ?

17 საათზე მკვლელობა მოხდა და 17:30 მე პოლიციაში როგორ ვიყავი? იქ ვინ იცნო იმ წუთას, ვინ იცოდა გვარი სახელი? თვითმხილველი იქნებოდა იქ და ეტყოდა პატრულს, პატრული გადასცემდა პოლიციას. ის თვითმხილველი, ვინც იცნო ჩემი მეუღლე, რომელიც ელაპარაკებოდა ჩიქობავას, იქვე იქნებოდა ახლომახლო. ახლო არ მივიდოდა, რა იცოდა იმანაც, რომ ისროდა…

მე კომპიუტერში ვუყურე, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯერ დაელაპარაკაო. იმან ხელი აუქნიაო, მერე წავიდაო, ის უკან გაჰყვაო და გააჩერაო. ეტყობა, ილაპარაკეს, მერე – “ისპორეს”; ეტყობა, იმან რაღაცა უთხრა აგდებულად, როგორც იცის ხოლმე და ის გაჰყვა უკან. ამასობაში, ვიღაცა ხომ უყურებდა, სადაც ის მონაზონი გამოვიდა, იმის სიდედრიც იქ იქნებოდა. რომ ნახავდა, რომ ეს ვაჟა არის, ხომ არ გამოჩნდებოდა? ძებნაშია და მთელი თბილისი, მეც ვეძებ ნაზი შონიას. სულ არ ვიცნობდი, გენაცვალე, სოსო ჩიქობავას, სულ არ ვიცნობდი… მისამართი ვინ იცოდა? მისამართს 9 ძმის ქუჩას ამოაგდებდა, იქ არის ჩაწერილი. აქ ჩვენ დანგრეული გვაქვს ბინა (ვერცხლის ქუჩაზეა საუბარი. ავტ), იქ ჩაეწერა, ის ბინა გადავუფორმე ჩემს ქმარს. ჩემი დედის დანატოვარი ბინა. ერთ-ერთი გადავუფორმე ჩემს მეუღლეს.

_ ანუ ფაქტს უყურებდა ვიღაცა, რომელიც თქვენს მეუღლეს კარგად იცნობდა?

_ ასე გამოდის. მე, ნინო შონიას დედაზე მაქვს ეჭვი, სხვა არავინ. არანაირი კითხვის ნიშანი ამ საქმეში არ არსებობს; მე მესმის, რომ თქვენ გინდათ იმ საბუთებს დააბრალოთ. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ მაინც სხვა რამეს იძახით. თუ კი ჩემი ქმრის მოკლულია, არანაირ პოლიტიკასთან საქმე არ არის. არანაირ პარტიაში არასდროს არ ვყოფილვარ, არც ის მაინტერესებს არც – ისა. იმ მთავრობამ მიშველა და ეხლა ეს მთავრობა მშველის თუ რა?! იმან ნახევრად დამღუპა, ეს სულ მღუპავს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18 დეკემბერი, 2025
სამართალი

“ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე მჟა­ვა შე­ას­ხა, ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და”

10:15; 18 დეკემბერი, 2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, დედა ადგილზე დაიღუპა

09:58; 18 დეკემბერი, 2025
სამართალი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ 63 პირს ბრალი წარედგინა

11:57; 17 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16 დეკემბერი, 2025

კახა ბექაური მეცხრე არხს ტოვებს

"გურია ნიუსის" ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის გამო, გამოძიება დაიწყო

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო