_ ყოველ „კონსილიუმს“, როგორც წესი ვამთავრებდი ასე: „ჩვენ შევხვდებით ხვალ 9 საათზე“. ჩვენ ვეღარ შევხვდებით ხვალ 9 საათზე. „კონსილიუმი“ ასრულებს მუშაობას. მინდა რამდენიმე წუთი დავიტოვო, რათა დავემშვიდობო ტელემაყურებელს. კონსილიუმი მომზადდა მაშინ, როდესაც თავისუფალი აზრის გამოხატვა სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აყადაღებდნენ თეფშებს. ჩვენი მიზანი იყო მოქალაქეებს ჰქონოდათ განცდა, რომ ისინი არ იყვნენ მარტო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდოდა სააშკარაოზე გამოგვეტანა ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებდათ. ტელევიზიაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე გავიცანი საინტერესო კოლეგები და ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები, რომელთა პოზიციაც იყო ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების დამყარება და რომელთან ყველაზე რთულ წუთებშიც არ უარყვიათ საკუთარი პრინციპები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს“, _ განაცხადა მაღლაფერიძემ პირდაპირ ეთერში.