ვანო მერაბიშვილს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ჩამოაკითხა დაკითხვაზე ასაყვანად. მისთვის არ მოუთხოვიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, _ აქვს თუ არა მას, პირადობის მოწმობა, მერაბიშვილმა ხმამაღლა გაიცინა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა ორთაჭალაში, შსს-ს ძველ შენობაში. შესვლამდე მან მოკლე კომენტარი გააკეთა მედიისთვის:
_ მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, რომ ჩვენს გუნდს, მუქარით, დაკითხვებით და დაჭერით ვერ შეგვაშინებს და ხელს არ აგვაღებინებს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ საქართველოსთვის.
მე და ჩემი გუნდი და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის. ჩვენ არ შევდრკებით, მე მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას, გავცე პასუხი ნებისმიერ კითხვას და ამავე დროს გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი საქართველოსთვის” _ განაცხადა მერაბიშვილმა.