ისინი მოითხოვენ რომ ვანო მერაბიშვილი არ გამოუშვან და დააპატიმრონ, რადგან მათი თქმით,მერაბიშვილის წინააღმდეგ უამრავი სამხილი არსებობს თუნდაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ისინი ლაყე კვერცხების დაშენას შსს-ს შენობისთვის აპირებენ. როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ზაზა სვანაძე აცხადებს, ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოუშვან და მას მხოლოდ ის დანაშაული ეყოფა, რაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინეს.