მერაბიშვილის გამოსვლისას, მისი ავტომანქანა ეზოში დაუშვეს და გამოსასვლელთან მიაყენეს, უცებ, მის ირგვლივ გაიზარდა დაცვის წევრთა რაოდენობა, ხოლო სამინისტროს ეზოში პატრულმა ჟურნალისტების ყურადღების მისაქცევად “ცრუ მანევრი” ჩაატარეს – რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა, ანთებული ციმციმათი და ფარებით შენობას მოუახლოვდა, ჟურნალისტების ყურადღება აქეთ იქნა გადმოტანილი, რადგან მათ იფიქრეს, რომ სამინისტროს ეზოში მაღალი თანამდებობის პირი შემოდიოდა.
პარალელურად კი, დაცვით გარშემორტყმული ვანო მერაბიშვილი ავტომანქანაში ჩასვეს და ეზო ისე დაატოვებინეს, რომ ჟურნალისტებს მასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცათ.
საგულისხმოა, რომ როცა მერაბიშვილი დაკითხვაზე მოვიდა, მისი ავტომანქანა ეზოში არ შემოსულა და მას ფეხით მოუხდა ეზოს გამოვლა. დაკითხვიდან გამოსულს კი ავტომანქანა გამოსასვლელთან დაახვედრეს.
დაცვის თანამშრომელმა “გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რატომ დაუშვეს ავტომანქანა შესასვლელთან, დაცვის თანამშრომელმა უპასუხა, რომ “ეს ყველაფერი “ზევით” იყო შეთანხმებული და მან მხოლოდ ბრძანება შეასრულა.
აქციის მონაწილეთა შეძახილს _ “ვანო-ციხეში!” მერაბიშვილი, ავტომანქანაში ჩაჯდომამდე, ღიმილით უსმენდა.