ბანკში სტუმრის სტატუსით შესულებს განუცხადეს, რომ ისინი გათავისუფლებულნი არიან სამსახურიდან. საუბარია, დაახლოებით, 150 თანამშრომელზე, რომლებიც არც კი გაუფრთხილებიათ, ისე მოხსნეს. გათავისუფლების მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა სახელდება.
რა პრინციპით შეარჩიეს თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან გაუშვეს, ჯერჯერობით, უცნობია.
ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ “ლიბერთი ბანკის” ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას და დეტალებს უახლოეს ხანში მოგაწვდით.