როგორც ვაკო ავალიანმა თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბინის პატრონი თავად დაუკავშირდა სამართალდამცავებს და იარაღის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობა. ბინაში აღმოჩენილი მაყუჩიანი იარაღი არსად არ არის რეგისტრირებული.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს ბინის მისამართს და მოქალაქის ვინაობას. გამოძებას შს მთავარი სამმართველო აწარმოებს. ”გამოძიება დაადგენს თუ ვის მიერ და რა მინზით იქნა ეს არსენალი კონკრეტულ ბინაში შეტანილი,” _ აღნიშნა ვაკო ავალიანმა. მისი თქმით, უახლოეს წუთებში, იარაღის ამოღების ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ის იარაღია, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბაჩო ახალაიას კონსპირაციულ ბინებში შეჰქონდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ორგანიზების მიზნით.

































































