ხათუნა ჭანიკაძე: მე პირადად თვითმხილველი ვარ, როგორ ჩამოზიდეს კიბეებზე გამგეობის თანამშრომლებმა ბევრი დოკუმენტაცია. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რა სახის დოკუმენტაცია და ინფორმაცია იყო, მაგრამ გაიტანეს უკან და „ბრონზესფერ“ „ოპელ ასტრაში“ ჩადეს და და წავიდნენ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო სალუქვაძეს, რომელმაც ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” არ დაადასტურა.
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გამგეობის შენობიდან, არცერთ თანამშრომელს, არანაირი დოკუმენტაცია არ გაუტანია, _ გვითხრა სალუქვაძემ.