მიკროავტობუსის მძღოლი და ხუთი მზგავრი, მათ შორის ორსული ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
სატვირთო მანქანის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ის ამჟამად დაკავებულია. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.