ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ახალი შემთხვევების დამატების შედეგად ინფიცირებულთა რიცხვი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 68-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 24 ადამიანია.
სულ საქართველოში 37263 ადამიანია ინფიცირებულია, მათ შორის 19810 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.