“გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს”. 2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა.
დაკავებული თეიმურაზ ხ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა (მათგან 4 ცარიელი) „მორფინი” აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დადგინა , რომ თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ირივე დაკავებულის მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,” _ ნათქვამია განცხადებაში.