“შსს–ს მიერ 21 სავაჭრო ობიექტის ქურდობისთვის დაკავებული კრიმინალური ჯგუფი სასამართლომ გაათავისუფლა.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას – 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა.
ახლა ყველანი ვართ იმის მოწმე, რომ უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას, რაც, ერთის მხრივ, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს და არ არის ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ.
მეორეს მხრივ, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაუზოგავად ებრძვის დანაშაულს და აკავებს კრიმინალებს, ხოლო სასამართლო ათავისუფლებს მათ, ეს უკვე ბევრ შეკითხვას ბადებს, საბოტაჟის ელფერი დასდევს და განგაშის საფუძველს იძლევა.
და თუ კრიმინალების გათავისუფლებამ ტენდენციის სახე მიიღო, სწორედ ეს გაართულებს ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას, რაზეც თითქოს ასე ღელავს ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა.” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.