მოსამართლემ ახმედ ჩატაევს განუმარტა, რომ მას, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ეკრძალება საქართველოს დატოვება; წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურასთან იშუამდგომლებს, ბრალის დამძიმების მოთხოვნით.
როგორც ახმედ ჩატაევის ნათესავები “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, გირაოსთვის საჭირო თანხა პანკისის ხეობაში შეგროვდა; ოჯახის წევრები დღესვე აპირებენ ამ თანხის გადახდას. ასევე, ისინი ამბობენ, რომ პანკისელები თავად უზრუნველყოფენ ჩატაევის მკურნალობასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას.