მერაბიშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, მედიასაშუალებებით გაშუქდეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებები და ამით ხელი შეუშალოს ოპოზიციას “ქართული ოცნების” კრიტიკაში.
ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ “ვანო მერაბიშვილი შსს-ში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით და გამომძიებლის კითხვები შეეხებოდა, ძირითადად, ე. წ. ყალბი პასპორტის თემას. მერაბიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას და მოუყვა გამომძიებელს, რაც იცოდა ამ საკითხთან დაკავშირებით”. ადვოკატის თქმით, “დაკითხვამ ჩაიარა ნორმალურად და მას არ აქვს ინფორმაცია, ისევ დაიბარებენ თუ არა ყოფილ პრემიერს დაკითხვაზე”.