სასჯელაღსრულების სისტემაზე მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განმარტები, სისტემის ბევრ დაწესებულებაში დღეს გაუმართლებელი და მკაცრი წესები მოქმედებს. “ზოგის გამოსწორებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და ამ კანონპროექტს პარლამენტისთვის ვამზადებთ, ზოგან კი რაღაცის სწრაფად გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია. მაგალითად ბევრ ციხეში პატიმრები მხოლოდ რამდენიმე ტელეარხს უყურებენ. მათ უნდათ, უფრო მეტი ტელეარხის ხილვის საშუალება მიეცეთ. აღმოჩნდა, რომ ამას მხოლოდ ერთ ციხეში თითქმის ერთთვიანი მუშაობა სჭირდება. ტენდერი უნდა გამოცხადდეს და დაქსელვის პროცესი დაიწყოს,” – ამბობს სოზარ სუბარი.
მინისტრის განმარტებით, მედიასთან შეხვედრამდე ის პრემიერის აპარატის წარმომადგენლებს პატიმრების მენიუს გაუმჯობესებაზე ესაუბრა. “რამდენიმე წუთის წინ პრემიერის აპარატის წაემომადგენლებთან ვსაუბრობდი თუ როგორ გავაუმჯობესოთ იანვრიდან კვების მენიუ, რომ ის არ იყოს ისეთი ღირსების შემლახავი, როგორიც ახლა არის. იანვრიდან ეს მენიუ ალბათ გაცილებით მრავალფეროვანი და უკეთესი იქნება,” – აცხადებს სოზარ სუბარი.