“მრგვალი მაგიდის” შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტთა შეკითხვებს ამერიკის და ჰოლანდიის ელჩებმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროსაბჭოს წარმომადგენელმა უპასუხეს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ყოფილი ჩინოვნიკების დაკავების პროცესში იკვეთება თუ არა მათ მიმართ პოლიტიკური დევნის ტენდენცია, ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ჰოლანდიის ელჩმა პიტერ ლანგენბერგმა განაცხადეს. რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
ჰოლანდიის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას ყოველთვის ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და კანონიერად.
“ამ დაკავებებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა. იგივე გუნავას საქმესთან დაკავშირებით და მე ვთქვი, რომ მზად ვარ, მაქსიმალურად ვადევნო თვალყური, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი დარღვევა. ამავე დროს, იმისათვის, რომ ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით შეფასდეს, საჭიროა ძალიან მყარი არგუმენტები. ჩვენ წინ გვაქვს სასამართლო პროცესი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მთავარია, რომ დაცვის უფლება არის უზრუნველყოფილი. პროცესი არის ღია, არაფერი არ არის გასაიდუმლოებული გამოძიების მხრიდან. ვფიქრობ რომ ყველაფერი წინ არის. თუ ჩვენ სასამართლო პროცესზე დავრწმუნდებით, რომ არის დარღვევები, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ განაცხადებს. თუმცა, მანამდე მოვიცადოთ, დაველოდოთ მოვლენებს,” _ განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების საკითხზე კომენტირებისას.