_ პირდაპირი შეტევა იყო და ხმამაღლა ამბობდნენ, რომ მოსამართლეები უნდა დაისაჯონო. ამას აცხადებდნენ ადამიანები, რომლებიც თვითონ თავიანთ თავებს ექსპერტებს უწოდებდნენ. მართალია, ამაზე ახლა ხმამაღლა აღარ საუბრობენ, მაგრამ კულუარულად დადის ეს ხმები და უნდათ, რომ დასაჯონ მოსამართლეები. ეს იკვეთება გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსა და სტატიებში. შეიძლება თვითმმართველობებში რაღაც შეცვალეს, იმიტომ რომ თვითმართველობა სუსტი ღობე გამოდგა, მაგრამ ამას სასამართლოში ვერ მოახერხებენ. უკანონოდ თუ მოხდება რამე, აქ ვართ და ადექვატური რეაქცია ექნება ყველას, _ განაცხადა კუბლაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved