_ მიუხედავად ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 55% აცხადებს, რომ ჩვენ ვენდობით სასამართლოს. ეს იმას ნიშნავას, რომ ბოლოდროინდელი დამოკიდებულება _ „ყველა მოსამართლე საბრალდებო სკამზე“ _ აბსოლუტურად არაადეკვატურია. წარმოიდგინეთ, მოსამართლეს 500 ლარიანი ტელეფონი ვერ გამოუტანია გათავისუფლების შიშით, რადგან შეიძლება, ხვალ თანამდებობაზე აღარ იყოს. სასამართლო მთავარი „მტრის ხატი“ აღმოჩნდა და შეიძლება, ადამიანების გარკვეულ ნაწილს ეს განწყობა სამართლიანად აქვს, მაგრამ დიდი ნაწილი აბსოლუტურად გაუაზრებლად დგას ასეთ პოზიციაზე. დღეს ის მოსამართლეები, რომლებმაც სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოიტანეს, რათა დასჯილი ყოფილიყვნენ კრიმინალები, საერთოდ დაუცველები არიან და როდესაც ისინი გარეთ გამოვლენ, შეიძლება, ანგარიშსწორება მოახდინონ ამ მოსამართლეებზე, – განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved