ნარკოტიკის და იარაღის ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა,” _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თენგიზ გუნავას დაკავებაზე კომენტირებისას.
მინისტრის ინფორმაციით, დაკავების მომენტში გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა, იმის გამო რომ საზოგადოების მხრიდან გაჩნდა კითხვები, ის მიესალმება, თუ გენერალური ინსპექცია ამ საკითხს გულდასმით გამოიძიებს.
“ჩემი ინფორმაციით გუნავა დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა, 2 დღის წინ გავრცელებული ახალი დასკვნის შემდეგ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ხელახალ შესწავლას საჭიროებს.
არ მინდა თეორიებზე ვისაუბრო, თუმცა, არ მესმის, თუ პირს ბოლო 2 დღის განმავლობაში არ ჰქონდა ნარკოტიკი მიღებული, რატომ არ შეიძლებოდა მას ის მიღებული ჰქონოდა ის დაკავების დღეს,” _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზისათვის წარდგენილ გუნავას თმის ღერის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.