ლიხაურის ყოფილი რწმუნებული სოსო სალუქვაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ განცხადება წასვლის შესახებ საკუთარი სურვილის საფუძველზე დაწერა: _ განცხადება დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ოჯახური პირობების გამო.
სალუქვაძე უარყოფს, რომ შესაძლოა მისი თანამდებობიდან წასვლა მუნიციპალიტეტის გამგებლის, ილია ვაშაყმაძის გადადგომას უკავშირდებოდეს.