დევნილებმა ერთ-ერთი სკოლის შენობა რამდენიმე თვის წინ თვითნებურად დაიკავეს. შენობას არ აქვს ფანჯარა და კარი. აფხაზეთიდან დევნილების ათეულობით ოჯახის განცხადებით, მათ საცხოვრებელი არ აქვთ და ამიტომაც, ერთადერთი გამოსავალი ამ შენობაში ცხოვრება რჩებათ. ამ შენობაში მცხოვრები ოჯახების ნაწილი უკვე რამდენჯერმე გამოასახლეს სხვადასხვა შენობებიდან, თუმცა, მათ სახელმწიფოსაგან კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ.