მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მრავალი მილიონი ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიცაა გარე განათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა; ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება; ყვავილების, ბუჩქების და ხე-მცენარეების შესყიდვა და ა.შ.
_ იმავდროულად, დედაქალაქის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებისთვის, როგორიცაა თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების დახმარება და თბილისის გარეუბნებში არსებული გეტოების პრობლემის მოგვარება. სააკაშვილის მმართველობის წლებში თბილისში რეალურად გაჩნდა ე.წ. მე-13 რაიონი – გეტოების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის უღატაკესი ფენებია შეფარებული. სამარცხვინოა გამწვანებაზე და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფიქრი, როცა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უწევს არსებობა ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გათბობის და საკვების გარეშე.
მივიჩნევთ, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ამ გეტოების დროებით საცხოვრებლებად მოწყობა, მანამდე, სანამ ქვეყნის მთავრობა არ მიიღებს რაიმე სხვა გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ მოაგვარებს თავშესაფრს გარეშე მყოფთა პრობლემებს.
ამ მიზნით, “თავისუფალი საქართველო” 2013 წლის თბილისის ბიუჯეტში 1 მლნ ლარის გამოყოფას მოითხოვს, _ აცხადებს კახა კუკავა. “თავისუფალი საქართველო” ასევე ავრცელებს ვიდეოს სადაც ასახულია სოციალურად დაუცველი მცხოვრების ისტორიებს.
(https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Jht_X7BUiv0#!)