_ ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად ტყუილში ამხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგანაც დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა მეორე ბორტს და ამ თვითმფრინავით დაფრინავდა ნიცაში, მიუნხენში, ვარშავაში, ლას პალმასში და ასე შემდეგ. ეს არის, რასაც აცხადებდა თავდაცვის უწყება და რასაც უარყოფდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ადასტურებს, რომ სამხედრო უწყების წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. თუმცა, ვაკო ავალიანი სიცრუეს უწოდებს ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ახალი თვითმფირნავის შეძენის შესახებ.
_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. მაგრამ აქ საქმე ეხება 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა გეგმავდა ძვირადღირებული ვერტმფრენების შეძენას და ეს შესყიდვა ხორციელდებოდა კრედიტში. საქმე ეხება მრავალმილიონიან კონტრაქს. უახლოეს მომავალში, როდესაც მოიხსნება გრიფით საიდუმლო და მოხდება დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რაში იყენებდნენ მათ, საბიუჯეტო თანხებს, ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერები, – დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.