“ძიების შედეგად დადგინდა, რომ ნუგზარ ხ. სისტემატურად სძალავდა “მორფინს” თამაზ ც-ს, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფი ბებიასათვის პოლიციიდან გამოჰქონდა.
ნუგზარ ხ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 15 ამპულა “მორფინი” და საბრძოლო მასალა – შაშხანა და ნაგანის სისტემის იარაღი – ამოიღეს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის I ნაწილით, 264-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.































































