https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საოლქო პროკურორის პასუხები ამ დრომდე უპასუხო კითხვებზე

15:12; 16.12.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ჯალაღანია ჩვენს ზარებს არ პასუხობდა და, შესაბამისად, მისი ოზურგეთში მოღვაწეობის დროს გაჩენილი შეკითხვები, რომლებსაც ის ადამიანები სვამდნენ, ვისაც ჯალაღანიასთან ჰქონდათ შეხება, უპასუხოდ იყო დარჩენილი.

ილია ჯალაღანიამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. ჯალაღანიას კი “გურია ნიუსის” ვებგვერდზე, ქადეიშვილების ოჯახის შესახებ მომზადებული სიუჟეტის მიმართ აქვს პრეტენზია _ პროკურორმა განმარტა, რომ იმ დროს, როცა დათო ქადეიშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ის თანამდებობაზე აღარ მუშაობდა. თუმცა, მაშინ, როცა დათოს მამა დააკავეს, პროკურორი სწორედ ჯალაღანია იყო. ამიტომაც, საუბარი ამ თემით დავიწყეთ:

_ თქვენს სიუჟეტის შესავალში ისე ჩანდა, რომ თითქოს მე ვიყავი პროკურორი, როცა დათო ქადეიშვილის ლიკვიდაცია მოხდა. მაშინ მე თანამდებობაზე არ ვიყავი და ამის გადამოწმება ძალიან ადვილია.

_ თუ კარგად ნახეთ სიუჟეტი, მოისმენდით დათა ქადეიშვილის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ ტყვიები, რომლის გამოც ციხეში წელიწადნახევარი გაატარა, პოლიციამ ხელმეორედ ჩხრეკის დროს აღმოუჩინა. სულ რაღაც ხუთწუთიანი შუალედით.

_ ამ საქმის დეტალები ახლა არ მახსოვს, მაგრამ იმაში დაგარწმუნებთ, რომ იქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა, იმიტომ, რომ მას ჰყავდა თავისი ზედამხედველი პროკურორები, რომლებიც ამ საქმეზე უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, რამე რომ ყოფილიყო, მე საქმის კურსში ჩამაყენებდნენ.

_ ბატონო ილია, დათოს თუ არა, ოლეგ მესხიძის ლიკვიდაციის დროს ხომ იყავით თანამდებობაზე?

_ მერე, რაშია საქმე?

_ მესხიძესთან იგივე მოხდა. ჩაბარებულ ადამიანს ესროლეს და ამის უამრავი მოწმე არსებობს…

_ ამასთან დაკავშირებით ჩატარებულია გამოძიება. საქმე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაშია და ძალიან მარტივად შეიძლება ამ საქმის გადამოწმება.

_ არც ერთი ადამიანი, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ესროლეს ჩაბარებულ ადამიანს და რომლებიც ამაზე ღიად საუბრობენ, მაშინ პროკურატურას არ დაუკითხავს…

_ ამ საკითხებზე თუკი საუბრობენ, ძალიან მარტივია _ ეს საქმე ისევ იქ არის. შეიძლება, ამ საქმეზე გამოძიების გაგრძელება და თუკი პოლიციელებმა გადაამეტეს უფლება-მოვალეობებს, არ არის პრობლემა, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. რა თქმა უნდა თუკი ვინმეს სურვილის აქვს(?!).

_ მაშინ რატომ არ დადგა ეს საკითხი, როცა თქვენ იყავით პროკურორი?

_ ჩვენთან იმ დროს არავის მოუმართავს ასეთი განცხადებით. არავის უთქვამს, რომ ეს ასე მოხდა. ჩვენ ხომ არ დავმალავთ ასეთ რაღაცას, არა?!

_ თქვენი პროკურორობისას გახორციელებულ პოლიტიკურ დაკავებებზე რას გვეტყვით?

_ ერთი სიუჟეტი იყო ქალბატონ მარინა სუნგულიასთან დაკავშირებით. არ ვიცი, თქვენი იყო თუ ჟანა მეგრელიშვილის…

_ ავტორის ვინაობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს…

_ იმ შემთხვევაშიც აბსოლუტურად არაფერ შუაში ვარ. ილია ჯალაღანია არანაირ პოლიტიკურ სიტუაციებში არ ჩარეულა და ბერკეტიც არ ჰქონია რაიონულ პროკურორს მაშინ. არც ახლა აქვს და არც მერე არ ექნება იმ დონეზე, რომ მე ვიღაცა დამაკავებინოს. ტიფო მიქატაძე დააკავეს ადმინისტრაციულად, რომელთანაც პროკურატურას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა აქვს. თუკი ბატონ ტიფოს რაიმე პრობლემა ჰქონდა, სად იყო 2007 წლის შემდეგ? მას არ ვიცნობ პირადად, არც მის მეუღლეს ვიცნობ, მაგრამ პატივს ვცემ ამ ადამიანებს და მათ საქმიანობას. დამერწმუნეთ, ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის გურიაში იმას, რომ ილია ჯალაღანია ვინმეს დევნიდა.

_ მამუკა ცინცაძე, გოჩა ჯიქია, ავთო შარაშენიძე, ჩხაიძე ლანჩხუთიდან… რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ბატონო ილია?

_ რაც შეეხება მამუკა ცინცაძეს და გოჩა ჯიქიას, მანდ მონაწილეობდა პროკურორი დავით შვანგირაძე და ის მივიდა იქ, როცა ჩატარებული იყო ჩხრეკა. პროკურორი ხომ არ ატარებს ჩხრეკას?! მიდის პოლიცია, პოლიცია იღებს ამ ინფორმაციას, პოლიცია ატარებს, ასე რომ ვთქვათ, ამ ღონისძიებას და პროკურორი იღებს მონაწილეობას პირის პასუხისგებაში მისაცემად….

_ და არც ერთ შემთხვევაში პროკურორს არ უჩნდება შეკითხვები…

_ თუკი ვინმე შემხვედრია წესიერი ადამიანი, დავით შვანგირაძე არის მათ შორის ერთ-ერთი. რაც შეხება მაგ ფაქტებს, ჩვენ ნამდვილად არ გვქონია არც ინფორმაცია, არც რაღაც, რომ იქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი. დამერწმუნეთ, რომ ჩემთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

_ არც ის იცოდით, რომ იარაღი, რომელიც მამუკა ცინცაძის სახლიდან ამოიღეს, 1992 წელს, ვანზომლეთის სკოლაში დაკარგული იარაღი იყო, რომლის მოპარვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმ დროინდელი და ახლანდელიც პოლიციის უფროსის მოადგილე, გოჩა თავაძე იყო?

_ ეს ამბავი მე თქვენი სტატიიდან გავიგე, რომელიც საიტზე წავიკითხე.

_ დავით შვანგირაძემ ეს ძალიან კარგად იცოდა, მით უმეტეს, რომ საქმეში დევს დასკვნა იარაღის იდენტურობასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გვითხრეს, მოგვიანებით სხვა დასკვნით შეიცვალა. შემდეგ საკითხზე გადავიდეთ _ თქვენი ოზურგეთში ჩამოსვლის პერიოდს და რაიკავშირის მფლობელებისთვის ქონების წართმევის შესახებ ვისაუბროთ…

_ არავითარი წართმევა აქ არ მომხდარა. მე ძალიან გაკვირვებული ვარ ბატონო ავთო ბერიშვილის დახასიათებით ჩემს მიმართ. ნამდვილად არ ველოდებოდი ამას მისგან. რასაც ის თქვენს სიუჟეტში ამბობს, რომ თითქოს მე ვრეკავდი და ვამბობდი, დაიჭირეთო, სიცრუეა. არასოდეს არ მითქვამს ვინმე დაიჭირეთ,-მეთქი, მით უმეტეს, ტელეფონით. მე არ ვარ მაგ ნატურის ადამიანი. გეტყვით ერთ რაღაცას _ რაიკავშირის თემა ხდებოდა მთელ საქართველოში. ყველგან, ყველა რაიონში. რამდენადაც მე ვიცი, ეს საკითხი შეთანხმებული იყო და თვითონ რაიკავშირის ხელმძღვანელები მოწადინებულები იყვნენ და სურვილი ჰქონდათ, რომ თვითონვე შეეძინათ ეს ქონება. რაც შეეხება ბერიშვილთან დაკავშირებულ თემას, კიდევ გეუბნებით, გარწმუნებთ, ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ბატონი ავთო ასე მიხსენიებს _ მე გული მწყდება ამაზე, იმიტომ, რომ არ მიმიცია მისთვის ამის საფუძველი. სულ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს და კარგი ურთიერთობის მეტი მასთან არაფერი მქონია.

_ სხვათა შორის, ჩვენთან ინტერვიუში მამია ბარამიძემაც აღნიშნა, რომ მის დაკავებაში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა და თქვენ და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კობა ზაქარეიშვილი პირადად იყავით დაინტერესებული მისით. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ არასწორად იქცეოდით, ძალიან ბევრია.

_ მაგალითად?

_ ლანჩხუთის შემთხვევები გაიხსენეთ…

_ ლანჩხუთში რა ხდებოდა?

_ ოპოზიციონერების ქათმები რომ ავტომატის მჭიდებს დებდნენ ბუდეში, პოლიციის მიერ ნარკოლოგიურში წაყვანილი ოპოზიციონერები რომ არ იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ლანჩხუთში დაბრუნებულებს კი ჯიბეები “პლანით” ჰქონდათ სავსე…

_ თქვენ ახლა ამბობთ, რომ პოლიციელებს ჩაჰყავდათ და მერე ხდებოდა ეგ ამბავი…

_ რატომ არასოდეს არ ინტერესდებოდით ამ თემებით, რომელი შუამდგომლობა დაკმაყოფილებულა და რომელი ადვოკატის დასაბუთებული მოსაზრება გაგიზიარებიათ ამ შემთხვევებზე?

_ რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ნატო? მაჩვენეთ რომელიმე ადვოკატი, რომელიც იტყვის, რომ ილია ჯალაღანია უყურადღებოდ მოექცა. ყველა ადვოკატთან ძალიან ნორმალური ურთიერთობები მქონდა. რაც შეეხება შემოწმებას _ სისტემატიურად იგზავნებოდა ჩემგან პროკურორი, თუნდაც დროებითი მოთავსების საკანში. ხვდებოდნენ იქ მოთავსებულებს და მაინტერესებდა, ვინმეს რამე პრეტენზია თუ ჰქონდა.

_ თუ ჩვენს სტატიებს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ, მაგალითად, მამუკა ცინცაძე ყვება, თუ როგორ აკითხავდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში, შემდეგ კი ციხეზე თქვენ მიერ გაგზავნილი პროკურორები _ შვანგირაძე და სირაძე და როგორ ითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას. ამაზე რატომ არ გქონდათ რეაქცია?

_ სისტემატურად ვკითხულობდი,-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ხშირად ვკითხულობდი “გურია ნიუსის” სტატიებს და ძალიან ბევრი რამე ვიცი. მე მამუკა ცინცაძესაც არ ვიცნობ, არც მის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ვიცი. პროკურორი ჩაერთო ამ საქმეებში მას შემდეგ, რაც ჩატარებული იქნა ჩხრეკა და ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. რამდენადაც მახსოვს, ეს საქმე ამჯერადაც სასამართლოს განხილვაშია…

_ ამ საქმის ხელახლა გამოძიების თხოვნით ცინცაძემ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა…

_ არ ვიცი, ვნახოთ. მიღებული იქნა სასამართლოზე გადაწყვეტილება და დანარჩენი რა გითხრათ მეტი? პატივისცემის და კარგი ურთიერთობების მეტი ოზურგეთელებთან არაფერი მაკავშირებს. შეიძლება ყველაფერი დამწამოს ადამიანმა, მაგრამ ვერ დამწამებს ვერავინ, რომ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევდი…

_ ერთ კონკრეტულ ფაქტზე შევჩერდეთ _ მამუკა ცინცაძის აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ რა მოიმოქმედეთ?

_ ეს საქმე იყო სასამართლოს განსახილველი საქმე და უნდა განეხილა სასამართლოს.

_ სასამართლოს რა უნდა განეხილა _ თქვენი ქვემდებარე პროკურორები რომ პატიმარზე ზეწოლას ახდენდნენ?

_ ეს გადამოწმების საკითხია, ახდენდნენ თუ არა ზეწოლას. თქვენ გაქვთ ინფორმაცია ერთის მხრივ ბატონი მამუკასგან. მაშინ უნდა ჰკითხოთ შვანგირაძეს და სირაძეს, ახდენდნენ თუ არა ისინი ზეწოლას

_ ვკითხეთ, მაგრამ ისინი საერთოდ არ გველაპარაკებიან, მით უმეტეს, ზეწოლის ფაქტებს არ დაადასტურებენ.

_ ციხეში რომ ხვდება გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდებულს, იქ ვიდეოკამერით ფიქსირდება. ნამდვილად ასეა, თუ ამას მოიკითხავთ…

_ ეს ჩვენ უნდა მოვიკითხოთ?! ეს მართლა საინტერესოა და იმედია ეს საკითხიც მალე გაირკვევა. ბატონო ილია, ამ გადასახედიდან, როცა ხართ ახალი ხელისუფლების საოლქო პროკურორი, რას გვეტყვით მამუკა ცინცაძეზე, გოჩა ჯიქიაზე, ავთო შარაშენიძეზე _ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტპატიმრებად არიან აღიარებულნი? მათი დაკავება თავის დროზე უკანონოდ მოხდა?

_ ამ საქმეებზე მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ და შესულია კანონიერ ძალაში. ასე რომ, თქვენ თვითონ გამოიტანეთ აქედან დასკვნები. მეც მინდა გითხრათ რაღაცა _ თქვენ ძალიან ბევრჯერ დაწერეთ ჩემს შვილთან დაკავშირებით, რომ მან ვიღაც დაჭრა. ჩემს შვილს არავინ დაუჭრია. ამ საქმეზე ჩატარდა გამოძიება, ამ საქმეზე მუშაობდა გენერალური ინსპექცია, რომლის საქმეში ჩართვა მე თვითონ მოვითხოვე. იყო ინციდენტი, რომელიც რეალურად მოხდა და დადასტურდა, რომ იქ არანაირი დაჭრა არ ყოფილა. იყო ინციდენტი, რომელიც ყოველდღე, უამრავი ხდება საქართველოში. ამაზე დევს სისხლის სამართლის საქმე. როცა ამას წერთ, ხომ უნდა მოიძიოთ მასალები და არ წეროთ ყოველ კვირას სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

_ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც თქვენ ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ, ჩვენ ვიყავით შეკვეთილში, იქ სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა და გვითხრეს, რომ დაჭრას ადგილი ჰქონდა…

_ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. მე გეტყვით, რომ ამას ასე არ დავტოვებ. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და თქვენ მოგიწევთ თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება. თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას.

_ კი ბატონო, მიმართეთ… თუმცა, დღემდე ძალიან დიდი პრობლემა იყო თქვენთან დაკავშირება, თუნდაც, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ამ და სხვა საკითხზე ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თქვენთან დაკავშირებას, გირეკავთ, გიგზავნით სმს-ებს მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას თქვენი პოზიციაც გავაგებინოთ, რომ თქვენთან გადავამოწმოთ ყველა ის ბრალდება, რომელსაც ადამიანები თქვენი მისამართით გამოთქვამენ… რამდენი ზარი და სმს მაქვს გამოგზავნილი თქვენთვის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუმცა, ამ დრომდე არ გვპასუხობდით…

_ დავუშვათ მე არ გპასუხობთ, მაგრამ თქვენ ხომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გამოძიების ორგანოსთვის მიგემართათ…

_ ბატონო ილია, ხომ არ დაგავიწყდათ სად ვცხოვრობდით და სად ვცხოვრობთ? როდის იყო, რომ გამოძიების ორგანო, მათ შორის პროკურატურა ინფორმაციას გვაძლევდა?

_ თქვენ სცადეთ?

_ ძალიან ბევრჯერ და მათ შორის თქვენ დაქვემდებარებულ უწყებასაც ბევრჯერ მივმართეთ. თქვენ მაძლევდით პასუხებს ოფიციალურ წერილებზე?

_ გახსოვთ, თქვენ მთხოვეთ შეხვედრა და შეგხვდით, მანქანაში ვჯდებოდი…

_ მახსოვს, რამდენიმეწუთიანი, ლამის გაქცეული საუბარი…

_ ხო, იმიტომ რომ საავადმყოფოში მივდიოდი, ჩემი ბავშვი ძაღლმა დაკბინა და მეჩქარებოდა. მაშინ მკითხეთ, როგორ ააშენეთ შეკვეთილის სახლიო… გიპასუხეთ, რომ სესხი მაქვს 46 000 დოლარი,-მეთქი და თქვენ 46 000 ლარი დაწერეთ…

_ ახლა ნამდვილად არ მახსოვს სამი წლის წინ დოლარი მითხარით, თუ ლარი, მაგრამ თუ ჩემს სტატიაში უზუსტობა იყო, მაშინ რატომ არ გქონდათ ამაზე რეაგირება, სამი წლის შემდეგ რომ გაგახსენდათ?

_ იცით, რაშია საქმე? ხომ ივსება წვეთ-წვეთად რაღაცა? სწორად გამიგეთ, რასაც გეუბნებით _ ინფორმაცია, ელემენტარულად, არასწორად არის მიწოდებული ადამიანებისთვის. თქვენს გაზეთს ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და…

_ რატომ მაშინ არ გაგახსენდათ ჩემს მიერ არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, როდესაც ნაციონალური ხელისუფლების პროკურორი იყავით?

_ რა შუაში ნაციონალური მთავრობის პროკურორი. მე არც ერთი მთავრობის პროკურორი არ ვარ. პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ და არც ვიქნები.

_ შეგიძლიათ ახლა პირობა მომცეთ, რომ ცინცაძის, შარაშენიძის, მესხიძის, ჯიქიას, ქადეიშვილის, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ _ ეს საქმეები ობიექტურად იქნება გამოძიებული იმ დროს, როცა თქვენ, მალხაზ სირაძე, გიგა ჯაფარიძე, შოთა ჭანუყვაძე _ ამ საქმეების მონაწილეები, ისევ თანამდებობებზე ხართ?

_ მე აბსოლუტურად არა მაქვს სამსახურეობრივი შეხება გურიასთან…

_ ყველა ეს საქმე გენერალურ პროკურატურაში შედის განსახილველად…

_ მით უმეტეს, ძალიან კარგია. გამოიძიებს გენერალური პროკურატურა ამ თემებს და პასუხი გაგეცემათ კითხვებზე თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ეხებათ უშუალოდ.

_ და თქვენ პრობლემა არ გექნებათ?

_ რა საქმეებზეც თქვენ საუბრობთ, იქ ჩემი მოქმედება აბსოლუტურად კანონიერი იყო. ამაზე პასუხს ვაგებ.

_ ყველა საქმეზე?

_ დიახ. მე ძალიან გთხოვთ, როდესაც თქვენ წერთ ასეთ რამეებს, გადაამოწმეთ ის ინფორმაცია.

_ მეც გთხოვთ, რომ გვიპასუხოთ და მოგვცეთ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. და კიდევ ჩაგეკითხებით _ დათა ქადეიშვილის საქმეზე, რომლის თქმით, იარაღი ჩაუდეს და რომელიც თქვენი პროკურორობისას მოხდა…

_ ამ საქმის განაჩენები არსებობს…

_ რა სასამართლოც გვყავდა არ იცით? ეს თემა თქვენთვის უცხოა?

_ ხომ ამბობთ, რომ არ იყო ობიექტური სასამართლო? თუ ადამიანი ფიქრობს, რომ არ იყო ასე, ძალიან მარტივია ამ საკითხის შესწავლა _ მიმართონ პროკურატურას, შეისწავლონ ეს საკითხი…

_ გინდათ მითხრათ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა და მათ გადაწყვეტილებაში პროკურატურა არ ერეოდა? ჩოხატაურის სასამართლოში, როცა გოჩა ჯიქიასთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, პირადად გადავიღე ფოტო, როცა თქვენს მიერ “ძალიან პატიოსნად მიჩნეული” დავით შვანგირაძე მოსამართლის კაბინეტში გადაწყვეტილების გამოტანის წინ შევიდა…. ამაზე ვრცელი სტატია გვქონდა და ეს საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშაც მოექცა… ახლა არ მითხრათ, რომ ეგეც არ იცით…

_ არ ვიცი ეს ნამდვილად. ახლა ვიგებ ამას თქვენგან პირველად და ძალიან გთხოვთ, ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენ სასამართლოში გავაგრძელოთ ურთიერთობა. ჩვენ სულ ორჯერ ვართ ერთმანეთს შენახვედრი და არ გვქონია ცუდი შეხვედრა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ცუდად მოვპყრობოდი რომელიმე ჟურნალისტს…

_ ჩვენ ურთიერთობებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსვამ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები საზოგადოებას აინტერესებს…

_ მე მინდა გთხოვოთ ერთი რამ _ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენი გაზეთის მკითხველს…

_ ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით და იმისთვის, რომ ინფორმაცია იყოს გადამოწმებული, საჭიროა, მინიმუმ, ტელეფონზე გვიპასუხოთ…

_ როცა რამე დაგაინტერესებთ, ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ.

ილია ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას შეკვეთილის ვილის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მართალია, სესხი მას შემდეგ გამოიტანა, რაც სახლში ააშენა, თუმცა, ამისთვის მამაპაპისეული სახლის გაყიდვა მოუხდა:

_ მანამდე სამი სესხი მქონდა სხვადასხვა ბანკში. 2006 წელს, კასპში, ბაბუის დროინდელი დიდი სახლი გავყიდეთ. დედაჩემს ვუთხარი, რომ 40 წლის კაცს მინდოდა რაიმე ნორმალური მქონოდა, _ დასძინა ჯალაღანიამ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბიუჯეტის დამტკიცებას წლის ბოლოს აპირებენ

ცქვიტინიძის განცხადებას დაპირისპირების შესახებ, შარაშენიძე არ ადასტურებს

ყველა სიახლე

ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025
ფინანსები

შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში – საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

16:04; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

14:37; 24.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24.12.2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24.12.2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24.12.2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24.12.2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო