დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც ბათუმის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ახალნაგავსაყრელის შესახებ ისაუბრეს.
მათი თქმით, ნაგავყსარელი ბათუმელებს მისცემდა საშუალებას ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ეცხოვრათ, მაგრამ ხელისუფლებამ აქაც მოახერხა ფულის მოპარვა და 7 მილიონი ლარი ბათუმელების ჯიბიდან ისე გაქრა, რომ არაფერი გაკეთებულა.
„2010 წელს, ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო აჭარისათვის და განსაკუთრებით ბათუმისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ეს იყო ბათუმისათვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და პარალელურ რეჟიმში ძველი ნაგავსაყრელის დაკონსერვების პროცესი. ეს იყო მართლაც საუკუნის და წლების პროექტი, რომელიც ბათუმელებს მიცემდა საშუალებას, რომ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ეცხოვრათ. ახალა მოვედით ახალ ნაგავსაყრელზე, რომელიც დასრულებული უნდა იყოს, 7 მილიონი დავხარჯეთ და რეალურად უფუნქციო შენობასთან ვდგავართ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება. ის, რომ მილიონობით ლარი ამ პროექტში მოიპარეს და რეალურად დღეს საშუალება არ აქვს ბათუმს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ვიცხოვროთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბათუმელებმა იცოდნენ თუ სად იხარჯება მათი ფული”, – განაცხადა რეზო ხარაზმა.
როგორც ნიკა ქაშიბაძე ამბობს, ხელისუფლების დაპირება, რომ 2020 წელს ეს პროექტი დასრულდებოდა, ისევ დაუსრულებელია და დღეს, რომ ქალაქში არის ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები სწორედ ამ პროექტის შეუსრულებლობის გამოა.
„რეალურად ეს პროექტი, რომელიც ევროპის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა რეალურად იყო უმნიშვნელოვანესი ქალაქ ბათუმისთვის. პირველ რიგში თავისუფლდებოდა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელზეც ახლა არის ნაგავსაყრელი განთავსებული, სადაც რეალურად უნდა გაგრძელებულიყო ქალაქის განაშენიანების პროცესი და ის ჩაბეტონება, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს, პრაქტიკულად თავიდან იქნებოდა აცილებული, თუმცა მილიონობით ლარი არის მოპარული ამ პროექტში, სახელმწიფო დღემდე იხდის აუთვისებელი კრედიტის გამო პირგასამტეხლოს და ჩვენ რეალურად მოქალაქეები ხელისუფლების უნიათობის გამო ვიხდით თანხას. შესაბამისად, ის პროექტი, რომელიც ევროპის დაფინანსებით ხორციელდებოდა, ხელისუფლებამ იქაც კი მოახერხა, რომ ფული მოეპარა და რეალურად საქმე არ გაკეთებულა. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და დანაშაული. პირობა, რომელიც რიჟვაძემ და ხელისუფლებამ მისცა დაპირება ბათუმელებს, რომ ეს იქნებოდა 2020 წელს დასრულებული ისევ არ შეუსრულებიათ და რეალურად დღეს ქალაქში არის ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები სწორედ ამ პროექტის შეუსრულებლობის გამო,“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.