2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება:
„7 ნოემბერს მე ვიყავი სახალხო დამცველი და მაშინდელი მოვლენები ორ ნაწილად დავყავი. პირველი, საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და დღემდე ამ შეფასებასა და აზრზე ვრჩები. მეორე, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ეს იყო სიტყვის თავისუფლებისა და ყველანაირი უფლების დარღვევა.
„იმედში“ შეჭრა იყო ძალადობის აპოგეა და ხაზის გადასმა ადამიანის უფლებებზე. მთელი დღის განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეებზე. შეუძლებელი იყო, ეს არ დამთავრებულიყო და მართლაც, ქართველმა ხალხმა არც სააკაშვილსა და არც მის ბანდას არ აპატია და გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.