თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ერთხმად მიიღო.
მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმეში ახალი ჩართულია, შესაბამისად, ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართეს, რასაც მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა.
დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა პროკურატურამ და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.