ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის და აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.
საინტერესოა რა საერთო თვისებები აქვს მაღლი ინტელექტის მქონე ადამიანს. მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს რიგი თვისებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა მაღალი ინტელექტის პიროვნებისთვის და მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ:
1. ისინი ადვილად შემგუებლები არიან. მეცნიერების თქმით, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები საკმაოდ მოქნილები არიან და ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს.
2.ისინი აცნობიერებენ, რა არ იციან. ასეთი ადამიანისთის პრობლემას არ წარმოადგენს იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცის და ვერ ერკვევა. მათ თამამად შეუძლიათ თქვან: “მე ეს არ ვიცი”.
3. ინტელექტუალებს აქვთ საოცარი ცნობისმოყვარეობა. ალბერტ აინშტაინმა თქვა: “მე არ მაქვს გამორჩეული ტალანტი, უბრალოდ დაუკმაყოფილებლად ცნობისმოყვარე ვარ.”
4. ისინი სვამენ მუდმივად კარგ კითხვებს.
5. ისინი ემპათიუურები არიან და ადვილად შეუძლიათ იგრძნონ სხვა ადამინის გასაჭირი, ტკივილი ან სიხარუული.
6. ისინი გონებაგახსნილები არიან. მათ აქვთ ახალი იდეები და არ ეშინიათ მათი გამოთქმის.
7.ისინი არიან სკეპტიკოსებიც. ეს შეიძლება გონებაგახსნილობის ოპოზიციადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ პირიქით, ისინი განიხილავენ და აფასებენ ყველა შესაძლო მოვლენას მის განხორციელებამდე.