შსს-ს განცხადებით: “1956 წ. დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წ. დაბადებული ნათია კ, 1958 წ. დაბადებული დოდო მ, 1968 წ. დაბადებული ნათელა ჩ და 1967 წ. დაბადებული მარინე შ, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.
საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 – დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს.
გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს – საქართველოს მოქალაქეები ნანა მ. და ინგა ბ. და თურქეთის მოქალაქეები ჰუსეინ ი., ომერ ქ. და ჯესურ მ.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირებს გონიოსა და ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.