ასევე, საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრსა ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შორის ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი.
“გურია ნიუსი” ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით,” _ ნათქვამი პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.