_ “ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია და ამით ყოველთვის ვიამაყებ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდა კაცმა თუ რამეს მიაღწია, ეს მხოლოდ მისი ნიჭიერებისა და უდაოდ დიდი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. მის ძლიერ მხარეს ყოველთვის წარმოადგენდა კანონის და სამოქალაქო სამართლის კარგი ცოდნა და სწორედ ამ ძლიერ მხარეში მოიკოჭლა? არის ეს შეკითხვები და მას არგუმენტირებული პასუხები სჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით სხვა შეფასებები მივცეთ ამ დაკავებას. იმედია, ყველაფერი გაირკვევა ძალიან სწრაფად და იმედია სამართლიანადაც.” _ წერს ასკურავა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ გვარამიასთან მეგობრობის წყალობით, ბოლო წლების განმავლობაში, კახა ასკურავა გურიაში რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის გუბერნატორის მოადგილის პოსტზეც.