“მეგობრებო, დღეს განვითარებული მოვლენები აღარ ტოვებს ეჭვს, რომ ივანიშვილსა და მის „რუსულ ოცნებას“ მიზნად აქვთ დასახული საქართველოში შექმნან არეულობა, ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირება და ძალადობრივი გზით მოახდინონ ხელისუფლების სრული უზურპაცია. აგრეთვე ცხადია, რომ პოლიტიკური დაპატიმრებებით, პრეზიდენტზე, პარლამენტის წევრებზე და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებზე ბრბოს ზეწოლით და დაძაბულობის ესკალაციით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ხალხს დაავიწყოს საკუთარი დაპირებები: განახევრებული ტარიფები, 3%-იანი წლიური საბანკო სესხები, 220 ლარიანი პენსია, ლარნახევრიანი ბენზინი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკა გვარამიას დაპატიმრება და მოსამართლეების ფარული მოსმენის განხორციელება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან! ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ღია ტერორი სასამართლო სისტემასა და თავისუფალ მედიაზე. ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურად ყალიბდება. მეგობრებო! ყველამ ამოვიღოთ ხმა ამ უმსგავსოების წინააღმდეგ!” _ აღნიშნულია ხაბაზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved