ადგილზე სახანძრო დახმარების მანქანა მივიდა და ცეცხლი ჩააქრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.
როგორც “გურია ნიუსს” კობა ბანძელაძემ უთხრა, ხანძარი დროულად ჩააქრეს, დიდი ზარალი არ არის. კითხვაზე, მოხდა თუ არა ეს ელექტროგაყვანილობის მიზეზით, მან თქვა, რომ დანამდვილებით არ იცის, მუშაობს სპეციალური ჯგუფი და ამას დაზუსტებით ელქსელების წარმომადგენლები დაადგენენ.