დისკუსიის მთავარი მიზანი იყო, როგორ გადაისინჯოს 2004-2012 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესული განაჩენები. ორგანიზატორების აზრით, აღნიშნული პრობლემა უმწვავესია და აქტუალური, მაგრამ დღეს არსებული სისიხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ საკითხის ვერ აგვარებს.
2012 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 2004 -2012 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვით, მთავარ პროკურატურას უკვე რამდენიმე ათასმა მსჯავრდებულმა მიმართა. მათი აზრით, სავარუდოდ, მომჩივანთა რაოდენობა გაიზრდება.
დისკუსიას ესწრებოდნენ ადვოკატები, უფლებადამცველები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტები.