და შესაძლოა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ამ სქემაში “ბოლო გაჩერება არ არის”.
“გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვლის და კახა დამენიას აუდიო ჩანაწერი, სადაც მერაბიშვილი ამბობს, რომ ერთი წლის მერე ეს ერთი მილიონი ტკბილად შეგვერგებაო. თუ ეს ბუნებრივი აუდიტორული მომსახურება იყო, რატომ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ მერაბიშვილს, ის ხომ ამ თემაში საერთოდ არ იყო? მისი ინფორმირებულობა ერთი მილიონის შესახებ ჩვენ, საგამოძიებო ორგანოს გვიჩენს კითხვას _ არის თუ არა ხეთაგური ამ საქმეში ბოლო გაჩერება და რას ემსახურებოდა ეს ფული _ უშუალოდ გვარამიას, ხეთაგურს თუ კიდევ სხვა პირებს?” _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტ დავით პაიჭაძესთან საუბრისას.