“აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსების სამი წყარო არსებობს. პირველი – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი, მათ შორის პირობითად, ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი, რომელიც 44 მლნ ლარს შეადგენს, მეორე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და მესამე – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პროექტების დაფინანსება სამივე ბიუჯეტიდან გაგრძელდება, მაგრამ თუ ვინმეს ეწყინება, ბოდიში უნდა მოვუხადო, ახალ ანბანის კოშკს ნამდვილად არ ავაშენებთ და 64 მლნ ლარს ამაში არ დავხარჯავთ. მინდა გითხრათ, რომ წელიწადში ანბანის კოშკს მოვლა-შენახვისთვის 800 ათასი ლარია საჭირო,“ – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved