ბიუჯეტი პარლამენტმა 80 ხმით გუშინ დაამტკიცა.
“წარმოდგენილ პროექტში გარკვეული კორექტივებია შესატანი. სტენოგრამისათვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რათა შემდგომში პარლამენტის აპარატთან ერთად, საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში მათი სრულყოფილი ასახვა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილება გადასახადების მთლიანი პარამეტრების ცვლილებას არ იწვევს, აუცილებელია მისი ცალკეული კატეგორიების მიხედვით კორექტირება. მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტში წარმოდგენილ პროექტთან შედარებით მომუშავეთა რიცხოვნობა 66 ადამიანით უნდა შემცირდეს და 149 თანამშრომლით განისაზღვრება. ასიგნებები შემცირდება 1 მილიონ 840 ათასი ლარით და 9 მილიონ 960 ათასი ლარით განისაზღვრება…“ _ აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს, მთავრობის კანცელარიიდან უკვე გაათავისუფლეს 80 თანამშრომელი.