“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯო ბაიდენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ 71 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტის ბედი ივანიშვილს ფეხზე ჰკიდია.
“ჩვენი 71 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის ბედი მილიარდერ ოლიგარს, რა თქმა უნდა, ფეხზე ჰკიდია.”
ინფორმაციისთვის, 800 000 ამერიკელ სტუდენტს, 39 მილიარდის ღირებულების სტუდენტური სესხები გაუუქმდა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სესხების გაუქმებასთან ერთად მილიონობით სხვა ადამიანს სტუდენტური სესხები დაუკორექტირდება და შეღავათები მიეცემა.
ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.