“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ჭანუყვაძეს, რომელმაც ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
_ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, არ ვიცი, თქვენ თუ იცით, კი ბატონო…
_ ბატონო ალეკო, სად მუშაობდით ბოლო წლებში?
_ არ მაქვს უფლება კითხვებზე გიპასუხოთ, ან უნდა მიმართოთ პრესსამსახურს.
_ თქვენ არ იცით, დაინიშნეთ თუ არა?
_ როცა დავინიშნები, მაშინ გეტყვით ყველაფერს. ჩვენც უნდა გაგვიგოთ რა, ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი.
_ როგორც ვიცით, თქვენს მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ეროდი გორდელაძე დაინიშნა.
_თქვენ უკვე ყველაფერი გცოდნიათ და რაღა გიპასუხოთ…