ევროპის სეისმოლოგთა ცენტრის მონაცემებით პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 ამპლიტუდა იყო. პირველი ბიძგი თბილისის დროით 17:31 საათზე დაფიქსირდა. მას შემდეგ ორი ბიძგი მოყვა. მეორე ბიძგი 17:42 წუთზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,1 ამპლიტუდა იყო. ამ დროისთვის ბოლო ბიძგი კი 18:18 საათზე ორი კილომეტრის სიღრმეში 3.9 ამპლიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ბათუმიდან 103, ხოლო თბილისიდან 331 კილომეტრში შავ ზღვაში, ანაკლიასთან ახლოს დაფიქსირდა.