ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია და გზებიც ხშირად ავარიულ მდგომარეობაშია და ტრანსპორტიც მალე გამოდის მწყობრიდან. ამიტომ, როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ჰაერივით სჭირდებოდათ მანქანების შეცვლა, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ავტოფარეხის აგება დღემდე ვერ მოხერხდა და ტრანსპორტი ღია ცის ქვეშ დგას.