მეცნიერთა ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6,3 ბალს უდრიდა და მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთ-ირანის საზღვართან 5 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ჯერჯერობით, უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი _ ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მანამდე 9 საათით ადრე კი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა შავიზღვისპირა და ჩრდილოეთ თურქეთში, რომლის ეპიცენტრი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ზღვის სიღრმეში დაახლოებით ხუთი კილომეტრის რადიუსში, მდებარეობდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ტრაბზონში, ართვინში, რიზესა და ხოფის ოლქებში იგრძნობოდა.
ბოსფორის ობსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, მისი სიმძლავრე თურქეთის ტერიტორიაზე 3,5 ბალს შეადგენდა. რაიმე ზარალის შესახებ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში ვრცელდება. თურქული მედია ნგრევისა და ზარალის შესახებ ამ ეტაპზე არაფერს ამბობს.
გამოყენებულია ინტერნეტ გამოცემა www.kanalahaber.com -ისა და www.dunya.milliyet.com.tr-ის მასალები.