პოლიციის წინასწარი ვარაუდით, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწესებული თვალთვალით მიღებულ ცნობებს ეყრდნობა, მძარცველები გასაძარცვი ბინისა და მისი პატრონის შესახებ ინფორმაციას წინასწარ აგროვებდნენ, ამუშავებდნენ და ოპერაციას ისე გეგმავდნენ.
როგორც ინტერნეტ გამოცემა www.gazzettadelsud.it-ი იტყობინება, იტალიელი სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ქართველთა დაჯგუფება მთლიანად იტალიაში ან ევროპაში მოქმედი ბანდის ფილიალია და არ არის გამორიცხული ორგანიზებულად იმართებოდეს.
იტალიური მედია დაკავებულთა ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა, ირწმუნება, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.