https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში მემორანდუმი შევიდა

13:12; 24.12.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მემორანდუმს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კინორეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი რეზო ჩხეიძე; ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ ანდღულაძე; პოლიტიკური პარტია “თეთრების’’ თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი; აფხაზეთში გასავითარებელი ჰუმანიტარული პროგრამების ფონდის თავმჯდომარე გიზო შარვაშიძე; “ქართულ-ოსური მისიის’’ თანათავმჯდომარე ფერდინანდ ლორთქიფანიძე; აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ელგუჯა ბურდული.

“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მემორანდუმის ტექსტს:

“ბატონო გიორგი,

გიდასტურებთ პატივისცემას და პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 34 ორგანიზაციის (სია თან ერთვის) სახელით მოგმართავთ ამ წერილით და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის თარიღთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლიდან დღემდე შევიდა 143–ზე მეტი კონსტიტუციური ცვლილება, რომელთაგანაც 32 უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის თვეში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

კონსტიტუციაში ასეთი რაოდენობის ცვლილებების შეტანა არ ახსოვს არც ერთი ქვეყნის ისტორიას. ამ ცვლილებების ანალიზის საფუძველზე ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ის მიმართულია ერთი პირის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელში მთელი ძალაუფლების უზურპაციისაკენ.

2013 წლის ოქტომბრის თვიდან, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს უფლებები მნიშვნელოვნად ეზღუდება პრემიერის სასარგებლოდ. ამგვარად, შედგენილი საქართველოს კონსტიტუცია თვითვე ღაღადებს მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, ანუ გზას პუტინიზაციისაკენ; კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ნათლად დასტურდება მიხეილ სააკაშვილის მიზანი: 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება და 2013 წლის ოქტომბრის თვიდან მისი პრემიერ-მინისტრობა. ამ იმედით მან კონსტიტუციის საშუალებით მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტა.

მიხეილ სააკაშვილის დიქტატით შექმნილმა კონსტიტუციამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა: კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაწერილია, რომ “ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.” პრეამბულაში ჩადებული დოქტრინა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის უძირითადეს პრინციპებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში კი პრეზიდენტის ინსტიტუტი ინსტიტუციონალურადაა დაშვებული და პრეზიდენტს განუსაზღვრელი უფლებები აქვს მინიჭებული.

პარადოქსული და კოლიზიურია საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები. პირველ პუნქტში ვკითხულობთ: “საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭის ყრით ხუთი წლის ვადით.” მე-9 პუნქტში კი ვკითხულობთ: “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა”.

საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია 2008 წლის 5 იანვარს ხუთი წლის ვადით. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო მის მიერ ფიცის დადებისთანავე ანუ 2008 წლის 20 იანვარს და იწურება 2013 წლის 20 იანვარს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით “საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.” მიხეილ სააკაშვილს ხალხმა (ამომრჩევლებმა) პირდაპირ მიანიჭა საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხუთი წლის ვადით. არავის არა აქვს უფლება, მათ შორის, არც პარლამენტს, პრეზიდენტს გაუგრძელოს უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტით, როგორც მივუთითეთ, “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა”. აღნიშნული ცვლილება საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ისე, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა მიითვისა ხალხის ექსკლუზიური უფლება და პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა ფაქტობრივად გაუგრძელა ცხრა თვემდე, რაც კონსტიტუციის მე-5 მუხლისა და 70-ე მუხლის პირველი ნაწილის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე თუკი მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს და განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ეს ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას, რომლითაც “არავის არ აქვს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.”

დღეისთვის ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გააგრძელოს საქართველოს პრეზიდენტობა 2013 წლის 20 იანვრის შემდეგაც. ამით ის ქვეყანას უთუოდ საკონსტიტუციო ჩიხში შეიყვანს. ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალია ის, რომ 2013 წლის 20 იანვრამდე პრეზიდენტი ნებაყოფლობით გადადგეს, ან სხვა გზით ვადამდე შეწყდეს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუკი ეს არ მოხდება და მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, მაშინ 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ საქართველოს აღარ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და შეიქმნება სრული საკონსტიტუციო ვაკუუმი და გაუგებრობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგმართავთ და გთხოვთ, განგვიმარტოთ: ხომ არ გვაქვს საქმე თავისი შინაარსით კონსტიტუციის გამოყენების იშვიათ ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან. ან ხომ არ გვექნება საქმე 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ (თუკი მიხეილ სააკაშვილი კვლავ გააგრძელებს პრეზიდენტობას) საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით მის მიერ დადებული ფიცის დარღვევასთან: რომ ის დაიცავს კონსტიტუციას, კეთილსინდისიერად აღასრულებს პრეზიდენტობის მოვალეობას და ა.შ. რაც იმასაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია ისარგებლოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით და მისი უფლებამოსილების პერიოდში იზრუნოს კონსტიტუციაში არსებული ისეთი წინააღმდეგობის, ორაზროვნებისა და გაურკვევლობის აღმოფხვრაზე, რომელიც ქვეყანას აქცევს საკონსტიტუციო და სამოქალაქო კრიზისში. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრული სამოქალაქო არეულობა.

საქართველოს კონსტიტუცია უგვანოდ არის დასახიჩრებული. მასში ძირეული მუხლები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და, რაც მთავარია, ხალხის ნების გამოხატვის საშუალება ამ დოკუმენტით შეუძლებელია.

ჩვენ, მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციები ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერის სახელით ვიბრძვით არა კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, არამედ დემოკრატიული პრინციპებისთვის და იმისთვის რომ ქვეყანას ავაცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომლისკენაც დღეს ქვეყანა მიჰყავს პრეზიდენტად წოდებულ პიროვნებას.

ჩვენ, მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებს გადაწყვეტილი გვაქვს ხელმოწერების შეგროვება გავაგრძელოთ 5 იანვრამდე. 4 იანვარს კი ვიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან. ამით ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას დემოკრატიული პრინციპებისადმი, ვადასტურებთ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა სრულდება 2013 წლის იანვარში და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულებას. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია კონსტიტიციურადაც და ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარეც: თუ გავაანალიზებთ პრეზიდენტის ბოლო ქმედებებს, მის გამოსვლებს და კომენტარებს გაკეთებულს უცხოეთსა და ქვეყნის შიგნით, აშკარაა, რომ მან დაკარგა რეალობის შეგრძნება და უუნარო გახდა ქვეყნის მართვის თვალსაზრისით. სწორედ მის უუნარობას, მმართველობის აშკარად არადემოკრატიულ სტილს, ძალაუფლებისადმი მის პათოლოგიურ სწრაფვას ქვეყანა სამოქალაქო არეულობისაკენ მიჰყავს.

ბატონო გიორგი,

დარწმუნებული ვართ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და ჩვენ მიერ დასმული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, თქვენ შეძლებთ 2013 წლის 4 იანვრამდე უპასუხოთ ჩვენს თხოვნას _ გააკეთებთ საკონსტიტუციო განმარტებას პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით,” _ ნათქვამია მემორანდუმში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13 თებერვალი, 2026

კომისიის პირველი სხდომა

გაიაფდება თუ არა დენის და გაზის საფასური

ყველა სიახლე

სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო