“გურია ნიუსი” _ ბატონო ბიძინა, თქვენ განაცხადეთ, რომ სოციალური ბიუჯეტის გაზრდით შეამცირეთ სხვა ხარჯები, მაგალითად საკონცერტო, უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ფონდის… ყურადღება გაამახვილეთ სოციალურ საკითხებზე.
ბატონო ბიძინა, წინასაახალწლო პერიოდია და თქვენ, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მოგიხდებათ საქართველოს მოსახლეობას მიულოცოთ ახალი წელი. გარდა იმისა, რომ თქვენ სიტყვიერად მიულოცავთ დამდეგ ახალ წელს, რაიმე მოკლევადიანი პროექტი ხომ არ გაქვთ იმ ადამიანებისთვის რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანურ პირობებში არ შეხვედრიან ახალ წელს?
_ მე მილოცვას აუცილებლად გავაკეთებ და მილოცვაში გამოვხატავ ჩემს ემოციებს. დღესაც შემიძლია, რამდენადაც თქვენ სურვილი გამოთქვით, დამდეგი ახალი წელი მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვხატოთ პრიორიტეტები, ვის მეტად, ვის _ წინსწრებით, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ რომ, ის ბიუჯეტი, რაც ჩვენ დავამტკიცეთ 2013 წლის, უკვე ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს კარგ ახალ წელს გაუთენებს და გაცილებით უკეთეს პირობებს შეუქმნის საცხოვრებლად მომავალში.
რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, სურვილი იმის, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეეძლოს ღირსეულად შეხვდეს ახალ წელს და ღირსეულად იცხოვროს, ძალიან დიდია. დღეს, ეს სურვილი მეტია, ვიდრე რეალობა, მაგრამ გპირდებით, რომ საქართველოში მოხდება ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხებთ, უახლოეს წლებში გადავტეხოთ სიატუაცია და საქართველოში ყველა ოჯახს შეეძლება ღირსეულად იცხოვროს. საუბედუროდ, ამ ახალ წელს, ძალიან ბევრი ვერ მოხერხდება, მაგრამ უკეთეს პირობებს იგრძნობს ძალიან ბევრი ოჯახი, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსის” დასმულ კითხვაზე.